logo

პეკინი ტიბეტში სამხედრო წვრთნას ატარებს

17 ივნ 202017:26
3 წუთის საკითხავი
clock 242

ინდოეთსა და ჩინეთს შორის დაძაბული ურთიერთობის ფონზე პეკინი ტიბეტში სამხედრო წვრთნას ატარებს. სწავლებაში მონაწილეობას მძიმე ტექნიკაც იღებს. ქვეყნის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, წვრთნის მიზანი ექსტრემალური მდგომარეობისას  მაღალმთიან რეგიონში ჯარის შესაძლებლობების შემოწმებაა. 

ინდოეთში კი ჩინეთის საწინააღმდეგო აქციები იმართება. ქუჩებში ჩინეთის ლიდერის ფოტოებს წვავენ. დაძაბულობამ ორ ქვეყანას შორის მას შემდეგ იმატა, რაც  საზღვარზე მომხდარი დაპირისპირების შედეგად 20 ინდოელი სამხედრო დაიღუპა. ბოლო 45 წლის მანძილზე ეს პირველი შემთხვევაა, როცა   ორი ქვეყნის სამხედროებს შორის დაპირისპირებას მსხვერპლი მოჰყვა.   

close დახურვა