logo
ENG



პენიტენციური: სააკაშვილი სტაბილურადაა, სიცრუეა, რომ სასწრაფოს მობილიზება გახდა საჭირო

13 ნოე 202123:56
3 წუთის საკითხავი
 
2021/11/13/3x42nnqy0g5eew7.jpg

სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, სიცრუეა ის ინფორმაცია, თითქოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო N18 პენიტენციურ დაწესებულებაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფის მობილიზება გახდა საჭირო.

პენიტენციური სამსახურის მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია. 

"განვმარტავთ, რომ  მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სტაბილური და ის მედპერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. იმის მიუხედავად, რომ მიხეილ სააკაშვილი არ საჭიროებს რაიმე ტიპის სარეანიმაციო ღონისძიებებს, პრევენციის მიზნით, იგი იმყოფება იმ პალატაში, რომელიც სწორედ რეანიმაციის გვერდით მდებარეობს. დაწესებულების სარეანიმაციო პალატა კი აღჭურვილია თანამედროვე ყველა საჭირო ტექნიკით, ასევე ყველა აუცილებელი მედიკამენტით.

საჭიროების შემთხვევაში კი მიხეილ სააკაშვილს შესაბამისი სამედიცინო დახმარება, პატიმრების ყოველგვარი ევაკუაციის გარეშე, მყისიერად ჩაუტარდება. ამიტომ საუბარი, თითქოს გადაუდებელი დახმარების შემთხვევაში მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს დაწესებულებაში დროული დახმარება ვერ ჩაუტარდება, არის გაზვიადებული და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას წარმოადგენს", - წერია პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 


close დახურვა