![2022/04/20/6fr4pjqt09bpn14.jpg](/uploads_script3/articles/2022/04/20/6fr4pjqt09bpn14.jpg)
პენტაგონმა განაცხადა, რომ უკრაინამ მიიღო დამატებითი გამანადგურებელი თვითმფრინავები და თვითმფრინავის ნაწილები, თუმცა, არა აშშ-სგან, არამედ სხვა ქვეყნებიდან.
ჯონ კირბის არ დაუსახელებია, რომელმა ქვეყნებმა გადასცეს უკრაინას გამანადგურებლები.
შესაძლოა, უკრაინას გამანადგურებელი თვითმფრინავები - MiG-29 სლოვაკთმა გაუგზავნა.
12 აპრილს სლოვაკეთის პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ მოკავშირეებთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა, რათა ბრატისლავას საშუალება მისცემოდა, უკრაინისთვის MiG-29 გაეგზავნა. ეს ნიშნავს, რომ სლოვაკეთი დასავლეთს მათ ჩანაცვლებას სთხოვდა.