logo
ENG



პენტაგონი ადასტურებს, რომ ახლო აღმოსავლეთში სახმელეთო ჯარებს გაგზავნის

25 მარ 202619:29
3 წუთის საკითხავი
 
2026/03/25/rf75w3tn9srjkih.jpg

პენტაგონი ოფიციალურად ადასტურებს, რომ ახლო აღმოსავლეთში სახმელეთო ჯარების გარკვეულ რაოდენობას გაგზავნის.

შესაბამისი ინფორმაცია აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის სპიკერმა BBC-სთან საუბარში დაადასტურა და თქვა, რომ ახლო აღმოსავლეთში 82-ე საჰაერო-სადესანტო დივიზიის საბრძოლო და დამხმარე ქვედანაყოფები გაიგზავნება.

82-ე დივიზია ჩრდილოეთ კაროლინაში დისლოცირებული ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი სამხედრო დანაყფია, მისი რაზმები მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში 18 საათში შეიძლება აღმოჩნდეს.

უსაფრთხოების მიზეზებიდან გამომდინარე, თავდაცვის დეპარტამენტის სპიკერმა სხვა დეტალებზე არ ისაუბრა.


close დახურვა