logo
ENG



პესკოვი: პატივს ვცემთ უნგრეთის არჩევანს

13 აპრ 202615:28
3 წუთის საკითხავი
 
2026/04/13/3fzhnemtx9yo93z.png

უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციური პარტიის გამარჯვებას კრემლის პრესპიკერი დიმიტრი პესკოვი გამოეხმაურა. 

პესკოვის თქმით რუსეთი უნგრელი ხალხის არჩევანს პატივს სცემს. 

"უნგრეთმა თავისი არჩევანი გააკეთა და ჩვენც პატივს ვცემთ ამ არჩევანს. ველით, რომ გავაგრძელებთ ძალიან პრაგმატულ კონტაქტებს უნგრეთის ახალ ხელმძღვანელობასთან. ჩვენ მოვისმინეთ განცხადებები დიალოგში ჩართვის სურვილის შესახებ, რაც, რა თქმა უნდა, სასარგებლო იქნება როგორც მოსკოვისთვის, ასევე ბუდაპეშტისთვის", - თქვა პესკობმა.

ცნობისთვის, ვიქტორ ორბანის პარტია Fidesz 12 აპრილს გამართულ საპარლამენტო არჩევნებში დიდი სხვაობით დამარცხდა. საპარლამენტო არჩევნებში პეტერ მადიარის ოპოზიციურმა პარტიამ გაიმარჯვა.

 


close დახურვა