რუსეთის პრეზიდენტის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ G20-ის [დიდი ოცეულის] ფორმატი მნიშვნელოვანია, მაგრამ "არასასიკვდილო".
"G20-ის ფორმატი მნიშვნელოვანია, მაგრამ ამჟამინდელ პირობებში მისგან გამორიცხვა რუსეთის ფედერაციისთვის სასკივდილო არ იქნება,"- განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა.
მან ასევე თქმა, რომ: "მეორე მხრივ, დღევანდელ პირობებში, როდესაც ამ ფორმატის მონაწილეთა უმეტესობა, ფაქტობრივად, ჩვენთან არის - მათი ინიციატივით - ეკონომიკური ომის მდგომარეობაში, არაფერი საბედისწერო არ მოხდება."
ბრიუსელში ერთდღიანი ინტენსიური გლობალური დიპლომატიის შემდეგ, პრეზიდენტმა ბაიდენმა განაცხადა, რომ რუსეთი უნდა ამოიღონ 20 ქვეყნის ჯგუფიდან. მისი თქმით, თუ სხვა წევრი ქვეყნები არ დათანხმდებიან გაძევებას, მაშინ უკრაინას უნდა მიეცეს მონაწილეობის უფლება.