logo
ENG



პეტრე ცაავა:პატრიარქის წინაშე მე მოსანანიებელი არაფერი არ მაქვს

04 ნოე 201913:55
3 წუთის საკითხავი
 
kfd93s1qayp0ftx.jpg

"პატრიარქის წინაშე მე მოსანანიებელი არაფერი არ მაქვს,"- ამ განცხადებას ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა აკეთებს. მისივე თქმით, ის უსამართლობასა და უწმინდურობას არ დაემორჩილება.

"მე სიკვდილამდე მაქვს აღთქმა დადებული იესო ქრისტეს მორჩილებისა. სახარების სწავლებისა, წმინდა მამათა სწავლებისა და ვაპირებ დავემორჩილო რჯულის კანონის ფარგლებში. უსამართლობას და უწმინდურობას არ დავემორჩილები. პატრიარქის წინაშე მე მოსანანიებელი არაფერი არ მაქვს. ან მე უნდა დავისაჯო ცილისწამებისათვის, ან უნდა დამტკიცდეს ჩემი ბრალდება", - განაცხადა პეტრე ცაავამ.

შეგახსენებთ, რომ ჭყონდიდის ყოფილმა უარი თქვა პატრიარქის განკარგულებაზე შიომღვიმის მონასტერში წასვლასთან დაკავშირებით და ითხოვდა, ჭყონდიდის ეპარქიაში, ამბროსი ხელაიას სახელობის მონასტერში გაემწესებინათ, რაზეც მან პატრიარქისგან უარი მიიღო.


close დახურვა