უილიამ შექსპირის "რომეო და ჯულიეტა" პირელის ახალი კალენდრის მთავარი თემა გახდა. ცნობილმა იტალიელმა ფოტოგრაფმა პაოლო როვერსიმ 2020 წლის გამოცემისთვის ჰოლივუდის 8 ვარსკვლავი გადაიღო, მათ შორის კრისტენ სტიუარტი, ემა უოტსონი, კლერ ფოი და იარა შაჰიდი.
კალენდრის პრეზენტაცია ვერონის თეატრში გაიმართა, რომელიც ე.წ. ჯულიეტას აივნიდან 800 მეტრში მდებარეობს. წვეულებას ცნობილი მსახიობი ვუპი გოლდბერგი მასპინძლობდა. კალენდარს თან ახლავს ვიდეოც, რომელშიც ასახულია, როგორ ეძებს ფოტოგრაფი მთავარ პერსონაჟებს.
პირელის კალენდარი 1960 წლიდან გამოდის და მხოლოდ სასაჩუქრე ტირაჟით იბეჭდება.