ბაკურიანის ამბულატორია დანგრევის პირასაა მისული. კურორტი პირველადი ჯანდაცვის რგოლის გარეშეა დარჩენილი. ამორტიზებულ შენობაში პაციენტების მომსახურებისთვის შესაბამისი პირობები არ არის. შენობაში არც კომუნალური სერვისებია. სეზონზე პაციენტებს ვერ უმკლავდება სასწრაფო სამედიცინო სამსახური. დაბას და მიმდებარე სოფლებს მხოლოდ 2 ბრიგადა ემსახურება. დამსვენებლები და ადგილობრივები ეკიპაჟების დამატებას მოითხოვენ.
პირველადი გადაუდებელი დახმარების პრობლემები ბაკურიანში
10 აგვ 202320:29
3 წუთის საკითხავი