logo
ENG



პირველი სემესტრის ან მეორე სემესტრის 6 კვირის ქულები - ჩხენკელი შეფასების სისტემას განმარტავს

15 მაი 202014:05
3 წუთის საკითხავი
 

განათლების მინისტრის თქმით, შემუშავდა სკოლებში საბოლოო წლიური შეფასების ახალი მეთოდი, რაც დაფუძნებულია საერთაშორისო გამოცდილებაზე. როგორც ჩხენკელი განმარტავს, ის ორიენტირებულია თითოეულ მოსწავლეზე და ამავე დროს შენარჩუნებულია აკადემიური სტანდარტი. კერძოდ აქ იგულისხმება შეფასების ორი ფორმა: განმავითარებელი შეფასება და განმსაზღვრელი შეფასება. 

"განმავითარებელი შეფასება მსოფლიოში აპრობირებული მეთოდია და გამოიყენება წამყვან ქვეყნებში (ფინეთი და ა.შ.). მასწავლებლებს აძლევს შესაძლებლობას შეაფასოს მოსწავლის აკადემიური დინამიკა, შეაფასოს ძლიერი და სუსტი მხარეები. ერთი მხირვ ესაა კარგი ინფორმაცია უკუგების თვალსაზრისით როგორც მოსწავლისთვის, ასევე მშობლისთვის. შემდგომ წლებში კი ესაა დახასიათება, სადაც დეტალურადაა აღწერილი მთელი დინამიკა, საგანმანათლებლო პოზიციიდან მნიშვნელოვანი და სიღრმისებულია. მეტ ინფორმაციას იძლევა, ვიდრე ნიშანი. თუმცა ნიშანი შენარჩუნებული იქნება",-აცხადებს მიხეილ ჩხენკელი. 

რაც შეეხება უშუალოდ ქულათა შეფასებას, მისი თქმით, ამ შემთხვევაშიც ორი ფორმაა წარმოდგენილი. მათ შორის აღსანიშნავია ისიც, რომ შეფასების ალტერნატიული გზები გულისხმობს  სკოლების ავტომონომიის წახალისებას.

"ჩვენ შევთავაზებთ მათ ალტერნატირულ გზებს, ანუ თავად მიიღონ გადაწყვეტილება, რაც დაფუძნებული იქნება ინდივიდუალრად მოსწავლის სიტუაციიდან და სკოლის სპეციფიკიდან გამომდინარე. უფრო კონკრეტულად მოსწავლის 2019-20 წლის ქულად განისაზრვრება პირველ სემესტრში მიღებული ქულა. მეორე მოსწავლის წლიურ ქულად განისაზღვრება პირველი სემესტრის და მეორე სემესტრის  6 კვირის, ასევე დისტანციური სწავლის დროს მიღებული შედგეგის საფუძველზე. ამ ქულების შემაჯამებელი საშუალო არითმეტიკული ქიენაბ წლიური ქულა ",-აცხადებს მიხეილ ჩხენკელი. 

მინისტრის თქმით, ცალკე აღსანიშნავია მე-5 კლასელების სიტუაცია. ამ შემთხვევაში მოსწავლეების განსმაზვრელი შეფასება იწყებოდა მეორე სემეტრიდან. შესაბამისად მათთვის მეორე სემესტრის 6 კვირის განმავლობაში და დისტანციური სწავლების პროცესში მიღებული ცოდნის საფუძველზე მოხდება შესაბამისი ქულის დადგენა. 

"ასევე აღსანიშნავია, რომ იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლეს არ გააჩნია 2019-20 წლის პირველი სემესტრის შეფასება არ გააჩნია, ასეთები ბერვნი არ არიან, მაგრამ მაინც, წლიური ქულა განისაზღვრება მეორე სემესტრის 6 კვირის და დისტანიცური სწავლებსი პროცესში მიღებული ცოდნის საფუძველზე",-აცხადებს მიხეილ ჩხენკელი. 


close დახურვა