მარტყოფის მონასტრის ტერიტორიაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული პირი სამართალდამცავებმა დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებული მამაკაცი წარსულში მკვლელობისთვის არის ნასამართლევი. აღნიშნული პირი სამართალდამცველებმა განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
პოლიციამ დანაშაულის ადგილზე ნივთმტკიცების სახით ნაჯახი ამოიღო. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა ერთ-ერთ კელიაში 1958 წელს დაბადებული რუსეთის მოქალაქეს ნაჯახის გამოყენებით კისრის არეში დაზიანება მიაყენა, რის შედეგადაც მამაკაცი გარდაიცვალა.