logo
ENG



პოდოლიაკი: ბატონ ლავროვს შევახსენებ, რუსეთის ფედერაცია არის ის, ვინც შემოიჭრა უკრაინაში

15 ნოე 202216:23
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/15/pqijg9anjhcmbou.jpg

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, რუსეთის ფედერაცია არის ის, ვინც შემოიჭრა უკრაინაში.

"ბატონ ლავროვს შევახსენებ: რუსეთის ფედერაცია არის ის, ვინც შემოიჭრა უკრაინაში. რუსეთის ფედერაცია ბომბავს ქალაქებს. რუსეთის ფედერაცია სჩადის გენოციდს, ანადგურებს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას. მაგრამ "უკრაინა აჭიანურებს კონფლიქტს"? ომი კვლავ გრძელდება ლავროვის საჯარო მანიპულირებისა და იმის გამო, რომ მკვლელობის შეწყვეტის სურვილი არ აქვს", - თქვა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა.

დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დასავლეთის რჩევებს არ უსმენს. ამასთან, მან აღნიშნა, რომ ევროკავშირი და NATO უკვე დიდი ხანია, რაც უკრაინაში ომის ჰიბრიდული მონაწილეები არიან.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა