მთავრობის დღევანდელი სხდომა, პრემიერ-მინისტრის ტრადიციული გამოსვლის გარეშე ჩატარდა. სხდომის დასრულების შემდეგ, ერთ-ერთი მთავარი საკითხი, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები იყო. განცხადება პრემიერის პრეს-სპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა გააკეთა და აღნიშნა, რომ კონკრეტული პოლიტიკოსები, ახალგაზრდების ემოციურ ფონზე გამოყენებას ცდილობენ.
„პრემიერ-მინისტრმა არაერთხელ გააკეთა განცხადება იმაზე, რომ ქვეყანაში უზრუნველყოფილი იქნება გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება. ამ ყველაფერს ყველაფერს არეგულირებს შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩო და თუ პროცესი ცდება ამ ჩარჩოს, სამართალდამცავები გააკეთებენ ყველაფერს იმისათვის, რომ მოაქციონ ჩარჩოში. საქართველოში პროპორციული არჩევნები ჩატარდება 2024 წელს. რაც შეეხება საუბარს სამოქალაქო დაპირისპირებაე, არის აბსოლუტურად ზედმეტი და ეს არის პოლიტიკურად დაინტერესებული პირების პოლიტიკური შეფასება. რაც შეეხება კონკრეტულ დაპირისპირებებს, ჩვენ ვხედავთ, რომ კონკრეტული პოლიტიკოსები ცდილობენ ახალგაზრდების გამოყენებას ემოციურ ფონზე. ეს არის ძალიან ცუდი ერთის მხრივ, მეორეს მხრივ კი გეტყვით, რომ სამართალდამცველები გააკეთებენ ყველაფერს, რომ არ მოხდეს არანაირი ძალადობის ფაქტი. ჩვენ ვნახეთ ამ დღეებში არაერთი ფაქტი სამართალდამცველების მხრიდან შუაში დგომის, რათა არ მოხმდარიყო გამოუსწორებელი დაზიანება", - განაცხადა ჩიქოვანმა.