logo
ENG



პოლიტიკური დავალებების შემსრულებლები - ოცნების წევრებს ყოფილი გუნდელები დაუპირისპირდნენ

22 ოქტ 201917:10
3 წუთის საკითხავი
 
ad9yfzcyc0rnz0k.png

ჩხუბი და სიტყვიერი დაპირისპირება იყო კომიტეტის სხდომაზე, რომელზეც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს გიორგი მიქაუტაძეს უსმენენ. ყოფილ თანაგუნდელებს შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც საკრებულოს დეპუტატსა და ოცნების ყოფილ წევრს ვატო შაქარაშვილს, კანდიდატისთვის კითხვის დასმის საშუალება არ მისცეს. 

დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი ყოფილ თანაგუნდელს, საპარლამენტო უმრავლესობის წევრს ირაკლი ბერაიას დაუპირისპირდა და უთხრა, რომ „მისი სირცხვილია ახლა რომ მიქაუტაძე კომიტეტის სხდომაზე იჯდა".

გოგიჩაიშვილის მსგავსად შაქარაშვილისთვის კითხვის დასმის საშუალების მიცემას ითხოვდა კიდევ ერთი დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელიაც. 

„ხომ არის უპრეცედნტოდ გამჭირვალე სხდომა და კითხვის დასმის საშუალებას არ აძლევენ," - განაცხადა ბესელიამ.

როგორც ბერაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მან უბრალოდ ითხოვა, რომ პროცესები ცირკისთვის არ დაემსგავსებინათ. 

მწვავე რეპლიკების ფონზე, საბოლოოდ სიტუაციის განმუხტვა, მანდატურების ჩარევის შემდეგ გახდა შესაძლებელი.  „ზონდერ მოსამართლეები“, „შანტაჟისტები“ და „პოლიტიკური დავალებების შემსრულებლები“ - ეს ეპიტეთები ისმოდა დარბაზში.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ გიორგი მიქაუტაძეს უსმენენ.

 


 


close დახურვა