logo
ENG



პოლიტიკური კრიზისი ქართულ ოცნებაში - უმრავლესობა დეპუტატებს კარგავს

23 ნოე 201920:20
3 წუთის საკითხავი
 
dynlx3nj4kds6v8.jpg

 

არის თუ არაქართულ ოცნებაში" პოლიტიკური კრიზისი? - კითხვა კიდევ ერთხელ მას შედეგ გააქტიურდა, რაც ცნობილი გახდა, რომ უმრავლესობის უკვე ყოფილი წევრის, სოფო ქაცარავას შემცვლელმა ბენო ქაშაკაშვილმა პარლამენტში უმრავლესობის მანდატით შესვლაზე უარი თქვა. ეს განცხადება ქაშაკაშვილმა "ტვ პირველის" ეთერში გუშინ გააკეთა, დღეს კი, "ფორმულასთან" დაადასტურა, რომ მისი პოზიცია უცვლელია

სავარაუდოდ, საპარლამენტო მანდატს დატოვებს „ქართული ოცნების" სიის მეექვსე ნომერიც. ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე მის უკმაყოფილებას თანაგუნდელთა გადაწყვეტილებაზე არ მალავს და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკითხზე მემორნდუმის ჩატარებას მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, პარტიისა და მანდატის დატოვებით იმუქრება

ოპოზიცია უმრავლესობაში შექმნილ ვითარებას პოლიტიკურ რღვევად აფასებს. პარლამენტში შემავალი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელთა თქმით, უმრავლესობაში ხვდებიან, რომოცნების" მმართველობის პერიოდი სრულდება და გუნდის წევრები თვითგადარჩენის პროცესში არიან

საექსპერტო წრეებში მიიჩნევენ, რომქართულ ოცნებას" კრიზისი აქვს როგორც საზოგადოებასთან, ისე - გუნდის შიგნით. ამბოხებული დეპუტატების მიერპროპორციული საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტის ჩავარდნის შემდეგ, მმართველი პარტის წევრთა რაოდენობა საკანონმდებლო ორგანოში 104 დეპუტატიდან 92 დეპუტატამდე შემცირდა. „ფორმულას" მცდელობის მიუხედავად, „ქართულ ოცნებაში" საკადრო პრობლემებზე კომენტარები დღეს არ გაკეთებულა

 


close დახურვა