logo
ENG



პოლიტიკური რთველი და ოცნების შემომწირველებზე მორგებული სუბსიდია

09 აგვ 202020:27
3 წუთის საკითხავი
clock 834

ზურა ბეროზაშვილი იმ მეღვინეებს შორის ერთ-ერთია, რომელიც სუბსიდიით ვერ ისარგებლებს. მაღალი ხარისხის ღვინის დასაყენებლად, ის ყოველწლიურად მევენახეებისგან 50-70 ტონა ყურძენს ყიდულობს. მთავრობის გადაწყვეტილებით კი, ყოველ ჩაბარებულ კილოგრამზე 30 თეთრს, მხოლოდ ის მეწარმეები მიიღებენ, ვინც 1000 ტონაზე მეტ ყურძენს ჩაიბარებენ და კილოგრამში 80 თეთრს გადაიხდიან.

მთავრობის სქემით გამოდის, რომ მსხვილი კომპანიები ყურძენში, რომელიც 80 თეთრი ღირს, მხოლოდ 50 თეთრს გადაიხდიან, რადგან 30 თეთრს მათ სახელმწიფო დაუფინანსებს. პრივილეგიით ვერ ისარგებლებენ, ზურა ბეროზაშვილის მსგავსი მეწარმეები, რომლებიც მაღალი ხარისხის ძვირად ღირებული ღვინის წარმოებაზე არიან ორიენტირებულები.

1000 ტონაზე მეტი ყურძნის ჩაბარება მხოლოდ რამდენიმე მსხვილ კომპანიას შეუძლია. ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ ეს ლიმიტი ხელისუფლებამ თავისი ერთგული შემომწირველების დასახმარებლად მოიფიქრა.

ბოლო ოთხი რთველის განმავლობაში, ყოველწლიურად 1000 ტონაზე მეტი ყურძენი 11-მა კომპანიამ ჩაიბარა. მათგან ერთი სააქციო საზოგადოება აკურა, სახელმწიფო კომპანიაა. 5 კი ან ქართული ოცნების ან მისი საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის შემომწირველია. დიდი ალბათობით სწორედ ეს კომპანიები მიიღებენ 1000 ტონაზე მეტ ყურძენს, რაც იმას ნიშნავს, რომ 80 თეთრად ჩაბარებულ ყოველ კილოგრამ ყურძენზე, სახელმწიფო მათ 30 თეთრს გადაუხდის.

კომპანია კახური ტრადიციული მეღვინეობის მესაკუთრემ, ზურაბ ჩხაიძემ 2018 წელს სალომე ზურაბიშვილს 60 ათასი ლარი შესწირა. თელავის ღვინის მარნის ხელმძღვანელებმა ზურაბ რამაზაშვილმა და კახა ზუკაკიშვილმა 2017 წელს ქართულ ოცნებას 30-ათ 30-ათი ათასი ლარი შესწირეს. შპს მარნისკარმა კი, ივანიშვილის პარტიას 2014 წელს 3500 ლარი გადაურიცხა.

დეტალები ნახეთ "ფორმულა ნიუსის" მთავარ გამოშვებაში - 20:00 საათზე. 


close დახურვა