logo
ENG



პოლიტიკური ჯგუფი ევროოპტიმისტები დარჩიაშვილს ინტერპელაციის წესით პარლამენტში იბარებს

14 თებ 202411:29
3 წუთის საკითხავი
 

პოლიტიკური ჯგუფი ევროოპტიმისტები საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს ინტერპელაციის წესით პარლამენტში იბარებს.

ოპოზიციონერი დეპუტატის, ხატია დეკანოიძის თქმით, თემა ეხება იმას, თუ როგორ უნდა მიიღონ საზღვარგარეთ მცხოვრებმა საქართველოს მოქალაქეებმა არჩევნებში მონაწილეობა.

"ვიბარებთ ინტერპელაციის წესით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ვინაიდან ჩვენ ვერ მოვისმინეთ მათ შორის საქართველოს ახალი პრემიერმინისტრისგან განმარტება ან მოსაზრება, როგორ შეიძლება ჩვენს უამრავ თანამოქალაქეს მიეცეს საშუალება, რომ მათ საზღვარგარეთ, კონკრეტულად ახალგახსნილ უბნებზე ჰქონდეთ ხმის მიცემის საშუალება" - თქვა დეკანოიძემ.


close დახურვა