ერთნაირსქესიანთა ქორწინების საკითხი წინასაარჩევნოდ ისევ აქტუალური გახდა. „ლელო საქართველოს" ლიდერის განცხადებამ, რომ ასეთ გადაწყვეტილებას მხარს არ დაუჭერდა, ვნებათაღელვა გამოიწვია.
"დროება" დაინტერესდა, რეალურად რამდენად აწუხებს ეს საკითხი LGBT თემს და რეპორტაჟის მომზადებისას აღმოვაჩინეთ, რომ თემის წარმომადგენლებს მსგავსი საჭიროება ამ ეტაპზე არ უდგათ. ყველაზე დიდი პრობლემა, რასაც საქართველოში მცხოვრები სექსუალური უმცირესობები განიცდიან, საზოგადოების მხრიდან წამოსული ძალადობა, დისკრიმინაცია და ეკონომიკური სიდუხჭირეა.
რატომ დგება ერთნაირ სქესიანთა ქორწინების საკითხი ყოველი არჩევნების წინ პოლიტიკური პარტიების დღის წესრიგში? ეს არის კონსერვატიული განწყობების მქონე პოლიტიკური პარტიების შეხედულება, რომელსაც ასევე ლეგიტიმურად აქვს არსებობის უფლება, თუ მარტივად: პოლიტიკური ჰომოფობია, რომელიც წინასაარჩევნოდ, სექსუალური უმცირესობების მიმართ აგრესიულად განწყობილი ადამინების ხმების მობილიზებას ახდენს?