logo
ENG



პოლიციამ ბიძის მკვლელობაში ბრალდებული დააკავა

14 აპრ 202011:26
3 წუთის საკითხავი
 
cpwwkh5r1kv6y3a.jpg

ლაგოდეხში პოლიციამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე 1978 წელს დაბადებული კ.გ დააკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულმა ლაგოდეხის რაიონის სოფელ მსხალგორში, ბასრი საგნის გამოყენებით სახისა და ზურის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა მასთან მცხოვრებ ბიძას, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს.

 


close დახურვა