logo
ENG



პოლიციამ ორბელიანზე განზრახ მკვლელობაში ბრალდებული დააკავა

26 იან 202413:14
3 წუთის საკითხავი
 
პოლიციამ ორბელიანზე განზრახ მკვლელობაში ბრალდებული დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორბელიანის მოედანზე განზრახ მკვლელობაში 19 წლის ბრალდებული დააკავა. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიების თანახმად, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მიმდინარე წლის 25 იანვარს, თბილისში, ცივი იარაღის გამოყენებით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა 21 წლის პირს, რის შემდგომაც ადგილიდან მიიმალა. ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში დააკავა.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.


close დახურვა