logo
ENG



პოლიციამ ჩერნობილის ხანძრის გაჩენაში ბრალდებული პირი დააკავა

07 აპრ 202019:55
3 წუთის საკითხავი
clock 773
zy6djh0eed4xd33.jpg

პოლიციამ დააკავა პირი, რომელიც ბრალდებულია ჩერნობილში ხანძრების გაჩენაში. 27 წლის მამაკაცის თქმით, ის ამას გართობის გამო აკეთებდა. მისი თქმით სამ ადგილას ცეცხლი წაუკიდა ნაგავსა და ბალახს, შემდეგ ქარმა დაუბერა, ხოლო დიდი ხანძრის ჩაქრობა მან ვეღარ შეძლო.

ინტერნეტში გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს ძლიერი ხანძრის შედეგად გადამწვარი ტყე. ვიდეორგოლი დაიდო რადიაციულ-ეკოლოგიური ბიოსფერული ნაკრძალის ფეისბუკის გვერდზე.

„დრონის მიერ გავრცელებულ კადრებში კარგად ჩანს, რომ ხანძარი დაიწყო გაუცხოების ზონის საზღვრებს მიღმა, უმართავი ალი ქარმა მომენტალურად მოსდო ხეებს და გაუცხოების ზონაში გაავრცელა. ცეცხლმა დაფარა რამდენიმე ათეული ჰექტრის ტერიტორია, ხანძრის ეპიცენტრში იმატა რადიაციულმა ფონმა. მის ფარგლებს მიღმა რადიაცია ნორმის ფარგლებშია,"-წერია ვიდეოს აღწერაში.

უკრაინის სახანძრო სამაშველო სამსახურები ამ დრომდე ცდილობენ ხანძრის ჩაქრობას, თუმცა ზარალი კოლოსალურია - ნაკრძალის ცოცხალი სამყარო დაზარალდა.

ჩერნობილის ტყეში ხანძარი 4 აპრილს დაიწყო. სირთულის მიუხედავად პირველ ეტაპზე მეხანძრეებმა შეძლეს მისი ჩაქრობა. სირთულეს ქმნიდა ის, რომ ხანძარი მძვინვარებდა რადიაოქტიურ ნაკვეთებზე. 7 აპრილის დილას ტყის ნაკვეთები კვლავ იწვოდა. 


close დახურვა