logo
ENG



პოლიციელების უკანონო მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესებში - ფაქტებს იურისტები შეიწავლან

05 დეკ 201912:11
3 წუთის საკითხავი
 
k2y3wvhgf6tjukv.jpg

ადვოკატები იურისტთა ჯგუფს ქმნიან - ამის შესახებ მათ დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან განაცხადეს. უფლებადამცველების თქმით, ჯგუფი პოლიციელების მერ უკანონო დავალებების შესრულებისა და უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებს შეისწავლიან. ადვოკატები ასევე აპირებენ შეისწავლონ მოსამართლეების მიერ მიღებული სხვადასხვა გადაწყვეტილებები. მათი თქმით, ხშირ შემთხვევაში ისინი პოლიტიკურ დავალებებს ასრულებენ.

„განსაკუთრებით გახშირდა პოლიციელების წარმომადგენლების მხრიდან პოლიტიკურ პროცესებში უკანონო მონაწილეობა, რაც ხშირ შემთხვევებში ძალადობრივ ქმედებებში გამოიხატება. ასევე რიგ პოლიციელთა მხრიდან მტკიცებულებების ფალსიფიცირებაში პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ, იქნება ეს ჩადება თუ დოკუმენტაციის გაყალბება ოფიციალური დოკუმენტების, ასევე ჩვენ გვაქვს პოლიციელების მხრიდან სამწუხაროდ დანაშაულებრივი უმოქმედობის ფაქტები, როდესაც ისინი უშუალოდ არიან ძალადობის შემსწრეები, მაგრამ ამაზე არ რეაგირებენ, რადგან დანაშაულის და ძალადობის მსხვერპლი არიან ხელისუფლებისგან პოლიტიკური ოპონენტები. მოქალაქეები, ვინც არიან ოპოზიციურად განწყობილები. ყველა ეს ქმედება არის დანაშაული. ჩვენ, იურისტები ვმუშაობთ ყველა იმ მასალაზე და ინფორმაციაზე, რაც შეეხება პოლიციელთა მხრიდან უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, უფლებამოსილების გადამეტების და ასევე, მტკიცებულებათა ფალსიფიცირების ფაქტებს. ჩვენ ამ საკითხებს დამოუკიდებელი გამოძიების ფარგლებში შევისწავლით. მოვახდენთ ყველა იმ პირის იდენტიფიცირებას, ვინც ჩართულია დანაშაულებრივ ქმედებებში. ამ მასალების წარმართვას ვაპირებთ პროკურატურაში, როდესაც ჩვენ გვეყოლება დამოუკიდებელი პროკურატურა, სასამართლო და იმ პირებს, ვინც პოლიტიკური დავალებების პროცესში იყვნენ ჩართულნი, აუცილებლად მოუწევთ მართლმსაჯულების წინაშე პასუხისგება“, - განაცხადა ბექა ბასილაიამ.


close დახურვა