logo
ENG



პოლიციის თანამშრომელს, ყელის არეში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს

01 ივლ 202020:42
3 წუთის საკითხავი
 

საზარელი მკვლელობა გორში. პოლიციის თანამშრომელს, რომელსაც საკუთარ სახლში ეძინა, ყელის არეში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს. ბრალდებული გარდაცვლილის მდგმურია, რომელიც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა გამთენიისას სამართალდამცველებმა დააკავეს.

შემთხვევა გვიან ღამით ორ საათზე მოხდა მეზობლების თქმით მათ ყვირილის ხმა გაიგეს, გარეთ გამოსულებს კი უმძიმესი სურათი დახვდათ. როგორც ადგილობრივები ამბობენ დავით სვიანიძესთან თურქეთის 2 მოქალაქე ცხოვრობდა, პოლიციელს სასიკვდილო ჭრილობები ერთ-ერთმა მათგანმა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან გაიქცა. მეორე მდგმური კი, რომელიც სახლში იმყოფებოდა პოლიციამ ის უკვე გამოკითხა. დანაშაულის ჩამდენი სამართალდამცველებმა გამთენიისას დააკავეს.

მეზობლების ინფორმაციით, დავით სვიანიძესთან მდგმურები დაახლოებით 8 თვის განმავლობაში ცხოვრობდნენ, ადგილობრივების განცხადებით ამ დროის განმავლობაში პოლიციელსა და მათ შორის კონფლიქტის შესახებ არაფერი გაუგიათ.

მკვლელობისთვის დაკავებული, გორში ქაღალდის გადამამუშავებელ კომპანია „ჯეო სოუშენში“ მუშაობდა, რომლის ერთ-ერთმა მეწილემაც ის სამუშაოდ ჩამოიყვანა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.


close დახურვა