მიჩიგანის პოლიციამ შავკანიანი მამაკაცის მიმართ პოლიციის ოფისრის სასიკვდილო გასროლის ვიდეოები გაავრცელა. ინციდენტი 4 აპრილს გრანდ რაპიდსში, მიჩიგანში მოხდა.
ვიდეოებში ასახულია 26 წლის, შავკანიანი მამაკაცის, პატრიკ ლიოიასისა და პოლიციის ოფიცრის დაპირისპირება, მას შემდეგ რაც ოფიცერმა გააჩერა ლიოიასის ავტომობილი. გავრცელებული ვიდეოებიდან ორში ჩანს ოფიცრის სასიკვდილო გასროლა პატრიკ ლიოიასის მიმართ.
დეპარტამენტმა გაავრცელა ვიდეო პოლიციელის კამერიდან, პოლიციის განყოფილების კამერიდან, მობილური ტელეფონიდან და სახლის მეთვალყურეობის სისტემიდან.
პოლიციის უფროსმა ერიკ უინსტრომმა თქვა, რომ ოფიცრის ვინეობა არ გასაჯაროვდება თუ არ იქნება სისხლის სამართლის ბრალდება.
უინსტრომის განცხადებით ოფიცერი ანაზღაურებად შვებულებაშია და პოლიციის უფლებამოსილება შეუჩერდა. მიჩიგანის შტატის პოლიცია გამოძიებას აწარმოებს.
პატრიკ ლიოიასის ადვოკატი, ბენჯამინ კრამპი ამბობს, რომ:
"ვიდეო ნათლად აჩვენებს, რომ ეს იყო ძალის არასაჭირო, გადაჭარბებული და საბედისწერო გამოყენება უიარაღო შავკანიანი მამაკაცის წინააღმდეგ, რომელიც დაბნეული იყო შეტაკებით და შეშინებული იყო მისი სიცოცხლისთვის."
ოთხშაბათს ათობით დემონსტრანტი შეიკრიბა გრანდ რაპიდის პოლიციის დეპარტამენტთან (GRPD) და მოითხოვდა პოლიციელის ვინაობის გასაჯაროებას.
ვიდეოში ჩანს, რომ ინციდენტი 4 აპრილს დილის 8 საათზე დაიწყო, როდესაც პოლიციის ოფიცერმა ავტომობილი არასათანადო რეგისტრაციისთვის გააჩერა.
ოფიცერი ლიოიას მართვის მოწმობის წარდგენას სთხოვს, რის შემდეგაც ლიოიასი ესაუბრება ავტომობილში მყოფ პირს და ამის შემდეგ ჩანს, ლიოია წინააღმდეგობას უწევს ოფიცერს და გაურბის მას სანამ ოფიცერი დაეწევა და მიწაზე დააწვენს.
ოფიცერი ლიოიას რამდენჯერმა ეუბნება, რომ გაუშვას ხელი ელექტროშოკს, ხოლო დაახლოებით სამი წამის შემდეგ ისმის ოფიცრის გასროლა. სასიკვდილო გასროლა მობილური ტელეფონის ვიდეოზე ჩანს. ოფიცერმა ლიოიას თავში ესროლა.