![2022/05/19/lgc2vu1sqeo50qd.jpg](/uploads_script3/articles/2022/05/19/lgc2vu1sqeo50qd.jpg)
პრემიერმინისტრი მატეშ მორავეცკი ამბობს, რომ თუ შვედეთსა ფინეთს NATO-ში გაწევრიანებამდე თავს დაესხმებიან, პოლონეთი მათ დაეხმარება.
"შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანება მიმაჩნია ევროპაში უსაფრთხოების განმტკიცების მნიშვნელოვან სიგნალად. მინდა განვმარტო, რომ შვედეთზე ან ფინეთზე მათი გაწევრიანების (პროცესის) დროს თავდასხმის შემთხვევაში, პოლონეთი მათ დახმარებას გაუწევს", - თქვა მან კონფერენციის დროს.
ფინეთმა და შვედეთმა NATO-ში გაწევრიანების განაცხადი ოფიციალურად გააკეთეს. გადაწყვეტილება მათ მას შემდეგ მიიღეს, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.