პოლონეთის პრეზიდენტმა, კაროლ ნავროცკიმ განაცხადა, რომ პოლონეთში მყოფი უკრაინის მოქალაქეებისთვის დახმარების შესახებ კანონს ბოლოჯერ მოაწერა ხელი და რომ ამიერიდან, მათ სხვა ეროვნული უმცირესობების მსგავსად მოეპყრობიან.
კერძოდ, ნავროცკიმ განაცხადა, რომ ის ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, თუ ახალ მიდგომაზე არ იქნება შემუშავებული, რადგან მისი მტკიცებით, ამჟამინდელი კანონი პოლონეთის მოქალაქეებს სხვა სახელმწიფოს [უკრაინის] მოქალაქეებთან თანაბარ მდგომარეობაში აყენებს.
მან განმარტა, რომ თავდაპირველი პროექტი - "ოჯახი 800+" შეღავათებს პოლონეთში მყოფ დაუსაქმებელ უკრაინელებზეც გაავრცელებდა, რაც მან „პოლონელების მიმართ უსამართლოდ“ მიიჩნია და, შესაბამისად, ხელის მოწერა თქვა.
სამაგიეროდ, ნავროცკიმ ხელი მოაწერა გადამუშავებულ ვერსიას, რომელიც, მისი აზრით, ნაწილობრივ პასუხობს მის შეშფოთებას.
"ხელი მოვაწერე კანონპროექტის მეორე ვერსიას, რადგან არ მინდა, რომ ქაოსის პრეზიდენტი ვიყო. მაგრამ შევახსენე პრემიერმინისტრსა და საპარლამენტო უმრავლესობას, რომ ეს ბოლო შემთხვევაა, როცა ხელს ვაწერ უკრაინელებისთვის დახმარების ამ კანონს", - თქვა პოლონეთის პრეზიდენტმა.
ნავროცკიმ ასევე დასძინა, რომ 3-წლიანი ომის შემდეგ, უკრაინელ უმცირესობას პოლონეთში პასუხისმგებლობით უნდა მოეპყრონ, თუმცა ისეთივე პირობებით, როგორიც სხვა ეროვნულ უმცირესობებს.
