logo
ENG



პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

08 ნოე 201914:37
3 წუთის საკითხავი
 
xg1p4oez4k4c1qe.png

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის მიერ ე.წ გამშვებ პუნქტების ჩაკეტვაზე შეშფოთებას გამოთქვამს, აღნიშნულზე სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთი უკანონო ქმედებებს ჩადის, რაც მეტად აუარესებს ადგილობრივი მოსახლეობის მდგომარეობას.

„შეშფოთებას გამოვთქვამთ ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლზე განვითარებული მოვლენების გამო, კერძოდ გადასასვლელი პუნქტების დახურვისა და ევროკავშირის მონიტორინგის მისიის დამკვირვებლების დაკავების გამო, სამხრეთ ოსეთის უშიშროების ძალების შეიარაღებული თანამშრომლების მიერ. ეს უკანონო ქმედებები უფრო მეტად აუარესებს ადგილობრივი მოსახლეობის ისედაც მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობას.“-ნათქვამია განცხადებაში.

 


close დახურვა