logo
ENG



პოლონეთის 6-მა ქალაქმა თქვა, რომ ლგბტქ მცხოვრებლები არ ჰყავთ, EU მათ სანქციებს უწესებს

30 ივლ 202020:03
3 წუთის საკითხავი
clock 526
bsbyzutt94cclwe.png

 

ევროკავშირი დაფინანსებას შეუწყვეტს 6 პოლონურ ქალაქს, რომლებმაც განაცხადეს, რომ ლგბტქ თემის წევრი მცხოვრებლები არ ჰყავთ. 

იშვიათი სანქციის მიზეზად ევროკავშირი პოლონეთის მოქალაქეების მიმართ მათივე ხელისუფლების უთანასწორო მიდგომას ასახელებს. 

მიუხედავად იმისა, რომ შეწყვეტილი დაფინანსების ოდენობა მცირეა - 6 000-დან 29 000 ევრომდე მერყეობს - ამ სანქციას ღრმა სიმბოლური მნიშვნელობა აქვს.

"ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს პატივი უნდა სცეს ყველა წევრმა სახელმწიფომ და მათმა ხელისუფლებებმა", - განაცხადა ჰელენა დალიმ, ევროკავშირის კომისარმა თანასწორობის საკითხებში. 

ანდრეი დუდას ხელისუფლება მთავრობაში მოსვლის შემდგომ განსაკუთრებით ჰომოფობიური რიტორიკით გამოირჩევა. ბოლო 2 წელია, პოლონეთის მთავრობა ჰომოსექსუალი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი მოქალაქეების დემონიზების პოლიტიკას აწარმოებს. 

პოლონეთის მმართველი პარტიის თავმჯდომარემ იაროსლავ კაჩინსკიმ მიმდინარე წლის ივნისში, პრაიდის კვირეულის დროს განაცხადა, რომ პოლონელებს ვერავინ აიძულებდა ფერადი დროშის ქვეშ დგომას და რომ ჰომოსექსუალობა უზარმაზარი საფრთხეა პოლონელი ხალხის თვითმყოფადობისა და იდენტობისთვის


close დახურვა