პოლონეთის პრემიერმინისტრის, მათეუშ მორავეცკის განცხადებით, პოლონეთმა უკრაინას ტანკები გადასცა.
მორავეცკის თქმით, პოლონეთმა დიდი ბრიტანეთისგან სამხედრო დახმარება მიიღო და ახლა „თავს სრულად უსაფრთხოდ იგრძნობს“.
„დიახ, პოლონეთმა გადასცა ტანკები უკრაინას, მაგრამ ჩვენი უკრაინელი მეგობრების უსაფრთხოებისთვის, არ დავასახელებთ ტანკების რაოდენობას“, - განაცხადა პრემიერმა.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ ვარშავას შეეძლო უკრაინისთვის საბჭოთა T-27-ების უკრაინისთვის გადაცემა, სანაცვლოდ კი, პოლონეთი Challenger 2-ის ტანკებს მიიღებდა.