პოლონეთის მოსახლეობა ქვეყნის ახალ ლიდერს ირჩევს. არჩევნების მეორე ტურში ხმის მიცემის პროცესი ადგილობრივი დროით დილის 7 საათიდან მიმდინარეობს.
ქვეყნის პირველი პირის პოსტის დასაკავებლად პოლონეთის მოქმედი ლიდერი ანჯეი დუდა და ვარშავის მერი რაფალ ტშას-კოვსკი იბრძვიან. წინასაარჩევნო გამოკითხვების თანახმად, მეორე ტურში ორივე კანდიდატს გამარჯვების თანაბარი შანსი აქვთ.
ექსპერტების შეფასებით, არჩევნების შედეგებს პოლონეთის ევროკავშირთან სამომავლო ურთიერთობის თვალსაზრისით გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება, რადგან არადემოკრატიული რეფორმების გამო გაერთიანებასა და ვარშავას შორის უთანხმოება ბოლო პერიოდში კიდევ უფრო გამწვავდა.