კიევში პოლონეთის საელჩოსთან აქცია ჩატარდა. დემონსტრანტები პოლონეთში დაკავებული უკრაინელი აქტივისტის გათავისუფლებას ითხოვდნენ და პოლონეთს რუსეთის ინტერესების გატარებაში ადანაშაულებდნენ.
იგორ მაზური სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე აიყვანეს, როცა ის პოლონეთის სეიმის ვიცე-სპიკერის მიწვევით ვარშავაში მიდიოდა. მაზური მაიდანის მოვლენებისა და დონბასში ომის მონაწილეა. გავრცელებული ცნობით, რუსეთის საძიებო კომიტეტმა მასზე საერთაშორისო ძებნა ჩეჩნეთის ომში ჩადენილი დანაშაულის გამო გამოაცხადა.