პოლონელმა სამართალდამცველებმა ორი ტონა კოკაინი დააკავეს. დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალება ქვეყანაში კოლუმბიიდან ჩაიტანეს. ამოღებული კოკაინის ღირებულება 510-თ მილიონ დოლარს აჭარბებს. პოლონეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ეს ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური ანტი-ნარკოტიკული სპეცოპერაცია იყო. პოლიციამ 7 ეჭვმიტანილიც დააკავა, მათ შორის 4 კოლუმბიელი, ორი პოლონელი და ერთი ირანელი.
პოლონელმა სამართალდამცველებმა ორი ტონა კოკაინი დააკავეს
06 დეკ 201919:56
3 წუთის საკითხავი