logo
ENG



პომპეოს დაპირება: აშშ ბელარუსს ნავთობით სრულად მოამარაგებს

01 თებ 202017:27
3 წუთის საკითხავი
 

რუსეთთან უთანხმოების ფონზე, ბელარუსთან ურთიერთობის ნორმალიზებას შეერთებული შტატები ცდილობს.

სახელმწიფო მდივანი, უკრაინის შემდეგ, სწორედ ბელარუსში ჩავიდა. მაიკ პომპეომ უკვე გამართა მოლაპარაკებები ქვეყნის ლიდერ, ალექსანდრე ლუკაშენკოსთან. სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ ოფიციალური ვაშინგტონი მზადაა, მინსკის ნავთობით მომარაგება 100 პროცენტით უზრუნველყოს.

ბელარუსის დამოუკიდებლობის ისტორიაში მაიკ პომპეო პირველი სახელმწიფო მდივანია, რომელიც ქვეყანას ესტუმრა. მინსკიდან ის ყაზახეთსა და უზბეკეთში გაემგზავრება. 

 

 


close დახურვა