logo
ENG



პორნოგრაფიის დამზადების ფაქტზე დაკავებულ 11 პირს პატიმრობა შეეფარდა

07 დეკ 201917:46
3 წუთის საკითხავი
 
f954kyu9fbrn9mf.jpg

თბილისის საქალაქო სასამართლომ არასრულწლოვანთა პორნოგრაფიული მასალის დამზადება-გავრცელებასა და ტრეფიკინგში ბრალდებულ 11 პირს პატიმრობა შეუფარდა. ბრალდებულების ადვოკატთა ნაწილი აცხადებს, რომ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ, რადგან, მათი მტკიცებით, ბრალდებულები თავად არიან დაზარალებულები.

როგორც უფლებადამცველები ამბობენ, არასრულწლოვანთა მშობლები არ იყვნენ ინფორმირებულნი, თუ რა სახის ფოტო-ვიდეო მასალის გადაღებაში იღებდნენ მონაწილეობას მათი შვილები. 

 

„დღეის მდგომარეობით ვიცოდით, რომ პატიმრობა იქნებოდა გამოყენებული და ამის შესახებ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფიც გავაფრთხილე. ის არის უდანაშაულო და ამაში მე პირადად დარწმუნებული ვარ, წინააღმდეგ შემთხვევაში, აქ არ ვიქნებოდი. ეს არ ნიშნავს, რომ ბრძოლა წავაგეთ“, - განაცხადა ადვოკატმა.

ბრალდების მტკიცებით კი, საქმეზე უტყუარი მტკიცებულებები არსებობს, რომლითაც ყველა ბრალდებულის დანაშაულებრივი ქმედება დასტურდება. 

"ყველა პირის შემთხვევაში ისინი ინფორმირებულები იყვნენ აღნიშნული ფოტოსესიის შინაარსის შესახებ, შვილები თვითონ მიჰყავდათ ფოტოსესიაზე და იმავე ბინაში იმყოფებოდნენ თვითონაც. ასევე დასტურდება ანაზღაურების ფაქტიც“, - განაცხადა პროკურორმა მარიამ გოგორელიანმა.

 

 

 


close დახურვა