უკრაინაში ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ საქმე აღძრეს. პეტრო პოროშენკო დღეს ადვოკატებთან ერთად საგამოძიებო ბიუროში იმყოფებოდა, სადაც მას ეჭვმიტანილის უწყისიც გადასცეს. ყოფილი პრეზიდენტი უნდა დაეკითხათ კიდეც, მაგრამ საგამოძიებო ღონისძიებებში მონაწილეობაზე მან უარი განაცხადა. პოროშენკოს ბიუროში დაბარება სერგეი სემოჩკოს უკანონო დანიშვნას უკავშირდება.
საგამოძიებო მასალების მიხედვით, 2018 წელს პეტრო პოროშენკომ უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურის მაშინდელ უფროსს მოადგილედ სემეჩკოს დანიშვნა აიძულა. იმავე წელს უკრაინის ანტიკორუფციულმა ბიურომ სემეჩკოს უკანონო გამდიდრების საქმეზე გამოძიება დაიწყო. გაირკვა რომ ის რამდენიმე მდიდრულ სახლთან ერთად ყირიმში ბიზნესსაც ფლობდა. თანამდებობაზე სემეჩკომ მხოლოდ ერთი წელი გაატარა. 2019 წლის აპრილში ის პოსტიდან პეტრო პოროშენკოს ბრძანების საფუძველზე გათავისუფლდა.