logo
ENG



პორტუგალიასა და ესპანეთში მასშტაბური ტყის ხანძრები მძვინვარებს

30 ივლ 202516:40
3 წუთის საკითხავი
 
2025/07/30/wp0i9chlwhjzy79.png

პორტუგალიისა და ესპანეთის ჩრდილოეთ და ცენტრალურ რეგიონებში ათასობით მეხანძრე მთელი ღამის განმავლობაში ცდილობდა რამდენიმე ძლიერი ტყის ხანძრის ჩაქრობას.

ყველაზე დიდი კერა პორტუგალიის ჩრდილოეთით, აროუკას ტყიან და მთიან ტერიტორიაზეა, რომელიც ლისაბონიდან დაახლოებით 300 კილომეტრით ჩრდილოეთით მდებარეობს. ხანძარი ორშაბათიდან მოყოლებული აქტიურად გრძელდება. სტიქიის გამო დროებით დაიხურა Passadiços do Paiva - ტურისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბილიკი.

მობილიზებულია 800-ზე მეტი მეხანძრე და 7 წყლის ჩასასხამი თვითმფრინავი. როგორც სამოქალაქო დაცვის სამსახურის წარმომადგენელმა, ჰელდერ სილვამ განაცხადა, ღამით გაწეული ძალისხმევის მიუხედავად, ხანძრის სრული ლოკალიზაცია ჯერ ვერ მოხერხდა.


close დახურვა