logo
ENG



პრეზიდენტად დასმულმა ყაველაშვილმა 613 მსჯავრდებული შეიწყალა

19 იან 202520:17
3 წუთის საკითხავი
 
2025/01/19/x7o22rwi9bc1ypo.jpg

ივანიშვილის მიერ პრეზიდენტად დასმულმა მიხეილ ყაველაშვილმა 613 მსჯავრდებული შეიწყალა.

ინფორმაცია ყაველაშვილის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა.

"საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით 613 მსჯავრდებული პირი შეიწყალა. საქართველოს პრეზიდენტის მიერ მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული ექსკლუზიური უფლებამოსილების გამოყენება ეფუძნება ჰუმანიზმის პრინციპს და სახელმწიფო ინტერესს. გამოჩენილი ჰუმანური დამოკიდებულებით, შეწყალებულ პირებს შესაძლებლობა მიეცათ, დაუბრუნდნენ ოჯახებს და კვლავ იქცნენ საზოგადოების სრულფასოვან წევრებად"- ნათქვამია ინფორმაციაში.


close დახურვა