ედისონ რისერჩმა მოსახლეობას საქართველოს პრეზიდენტების საქმიანობის შეფასება თხოვა. ყველაზე დიდი პოზიტიური მაჩვენებელი ზვიად გამსახურდიას აქვს 77%, მეორე ადგილზე 59%-ით გიორგი მარგველაშვილია, ხოლო მესამეზე მიხეილ სააკაშვილი 57 %-ით.
მეთოდოლოგია
„ედისონ რისერჩმა“ კვლევა 12 ნოემბრიდან 23 ნოემბრის ჩათვლით აწარმოა. კვლევაში მონაწილეობა მიიღო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონის მოსახლეობის გარდა საქართველოს ყველა რეგიონში მცხოვრებმა 2000-მა ადამიანმა. არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლების მქონე რესპონდენტები შემთხვევითი შერჩევის პრინციპით იქნენ არჩეულნი. შესაძლო ცდომილება 2.2%-ია, 95%-იანი სანდოობის დონისათვის.