logo
ENG



პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს

08 დეკ 202114:13
3 წუთის საკითხავი
 

პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ზურაბიშვილს სააკაშვილის გასათავისუფლებლად რეალური ბერკეტი გააჩნია.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ნანუკა ჟორჟოლიანი ფორმულასთან ამბობს, რომ რამდენიმე ადამიანს ზურაბიშვილთან შეხვედრა სურს, დროს კი 3 საათამდე აძლევენ. უარის შემთხვევაში კი სამომავლო გეგმებზე განაცხადებენ.

"სინამდვილეში რეალური ბერკეტის მქონე ინსტიტუცია მდებარეობს აქ. სალომე ზურაბიშვილს შეუძლია, ყველაზე რეალურად ქმედითი ნაბიჯი გადადგას. დღეს მასთან შეხვედრას მოითხოვენ ადამიანები და ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ის ადამიანები, რომლებიც არიან მიშას პოლიტიკური ოპონენტები, მაგრამ ითხოვენ მიშას თავისუფლებას, იმიტომ, რომ ქართული ოცნების წარმომადგენლებს ხშირად ჰგონიათ, რომ თავისუფლება მიშას არის მხოლოდ მისი მხარდამჭერების მოთხოვნა, ეს ასე არ არის, სწორად ამიტომ, მრავალფეროვანი იქნება ის ჯგუფი, რომელიც მოითხოვს მის გათავისუფლებას", - თქვა მან.


close დახურვა