პრეზიდენტის ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ გუშინ სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგზე პრორუსული, ძალადობრივი ტელევიზია ალტ-ინფოს წარმომადგენლებს აკრედიტაციაზე უარი უთხრეს.
ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ ალტ-ინფო ძალადობრივი და პრორუსული მოწოდებების გამო ღონისძიებაზე არ დაუშვეს.
"საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ალტ-ინფოს ორბელიანების სასახლეში 9 და 11 აპრილს გამართულ ღონისძიებებზე დასასწრებად აკრედიტაციაზე უარი უთხრა. ალტ-ინფო გამოირჩევა ძალადობრივი და პრორუსული მოწოდებებით. სისტემატურად იყენებენ სიძულვილის ენას და გამოხატავენ აგრესიულ ძალადობრივ განწყობებს", - აცხადებენ ადმინისტრაციაში.
დღეს ალტ-ინფოს ტელევიზიის წარმომადგენლებმა თქვეს, რომ გუშინ 11 აპრილს გამართულ პრეზიდენტის ბრიფინგზე არ დაუშვეს.
მათი თქმით, ეს უკვე მეორე შემთხვევაა.