![2023/01/01/pr0tqdiuua2tf16.jpg](/uploads_script3/articles/2023/01/01/pr0tqdiuua2tf16.jpg)
31 დეკემბერსა და ახალი წლის ღამეს დაბომბვის შედეგად უკრაინაში 50 ადამიანი დაიჭრა, ხოლო 2 დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე, კირილ ტიმოშენკო ტელეგრამარხით ავრცელებს.
ერთი ადამიანი დაღუპა ხერსონში, ხოლო მეორე - კიევში. ყველაზე მეტი - 22 დაჭრილი კიევიდანაა. დაჭრილები არიან უკრაინის სხვა რეგიონებიდანაც: დნეპროპეტროვსკი, დონეცკი, ზაპოროჟიე, მიკოლაევი, ხარკივი, ხერსონი, ხმელნიცკი.
დილით ასევე ხმელნიცკის ოლქში გაავრცელეს ინფორმაცია, რომ მიღებული დაზიანებების გამო საავადმყოფოში 22 წლის ქალი გარდაიცვალა.