logo
ENG



პრეზიდენტი: ეს ტიტები ამკობს არა მხოლოდ 9 აპრილის გმირებს, არამედ უკრაინაში მებრძოლებს

09 აპრ 202214:22
3 წუთის საკითხავი
 

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკო. ამასთან, თქვა, რომ დღეს აქ მიტანილი ტიტები არა მხოლოდ 9 აპრილის დაღუპულთათვისაა, არამედ იმ ქართველი და უკრაინელი გმირებისთვის, რომლებიც იმავე თავისუფლებისთვის იბრძვიან. 

"დღეს აქ მოტანილი ტიტები არის არა მხოლოდ 9 აპრილს დაღუპული გმირებისთვის, ეს ყვავილები ასევე ამკობს იმ გმირებს, ქართველებს თუ უკრაინელებს, რომლებიც დღეს იბრძვიან იმავე იდეებისთვის, იმავე თავისუფლებისთვის, იმავე დამოუკიდებლობისთვის. 

ჩვენი მაგალითია ის, რომ 1989 წლის 9 აპრილს მოჰყვა 1991 წლის 9 აპრილი. ეს არის გამარჯვების მაგალითი, რომ ყოველი ბრძოლა ღირს, თუ ის არის ღირსებისა და თავისუფლებისთვის. ჩვენ ეს არასდროს უნდა დაგვავიწყდეს და უნდა ვიდგეთ უკრაინელი ძმების გვერდით. 

ნებისმიერი ბზარი ჩვენსა და უკრაინას შორის მხოლოდ და მხოლოდ ერთს ახეირებს და ეს არის რუსეთი. ეს უნდა ვიცოდეთ, არ დაგვავიწყდეს და ვიყოთ სოლიდარულები. უნდა ვიყოთ ჩვენი წარსულის და ასევე ამ ადამიანების ღირსი, ვინც აქ 1989 წელს იდგა და არ დაჩოქილა". - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა კავშირის სადამსჯელო ნაწილები სასტიკად გაუსწორდნენ თბილისში, პარლამენტის წინ შეკრებილ მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობას ითხოვდნენ. დაიღუპა 21 ადამიანი.


close დახურვა