logo
ENG



პრეზიდენტი: რუსეთთან არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები, ფრენები - ეს ჩვენი სანქციებია

15 მარ 202221:28
3 წუთის საკითხავი
 
პრეზიდენტი: რუსეთთან არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები, ფრენები - ეს ჩვენი სანქციებია

სალომე ზურაბიშვილის თქმით, სრული სიმართლე არ არის, რომ საქართველო რუსეთის მიმართ სანქციებს არ შეერთებია, ვინაიდან უკვე ვართ ამ სანქციების ნაწილი. 

CNN-თან ინტერვიუში პრეზიდენტმა თქვა: 

"სრულიად სიმართლე არ არის, რომ ჩვენ არ შევუერთდით სანქციებს, იმიტომ, რომ რეალურად, ჩვენ ვართ საერთაშორისო სანქციების ნაწილი. საქართველოს თავისი სანქციები აქვს, რაც გულისხმობს, რომ ჩვენ არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან, არ გვაქვს ფრენები რუსეთთან და გვაქვს 2 ოკუპირებული ტერიტორია. ჩვენი ტერიტორიების 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ეს არის ჩვენი საკუთარი სანქციები". 

მისივე განცხადებით, ახლა "ევროპაში ახალი ვითარებაა, არა მხოლოდ სანქციების კუთხით, არამედ აღქმა, რომ რაღაც უნდა გაკეთდეს" საქართველოსთან, მოლდოვასთან და უკრაინასთან მიმართებაში, ევროინტეგრაციის კუთხით. 

"ჩვენ ვართ ევროპული ქვეყნების უმეტესობისგან განსხვავებულ ვითარებაში. ჩვენ რა გვაქვს ნატოს წესდების მე-5 მუხლის დაცვა. წინა ხაზზე ვართ. ძალიან სოლიდარულები ვართ ჩვენი ევროპელი პარტნიორების მიმართ. მაგალითად, ჩვენ ვართ იმ რეზოლუციის თანაინიციატორები, რომლებიც საერთაშორისო ინსტიტუტებში მიიღება. ასე რომ, ვფიქრობ, რომ საქართველო იქ არის, სადაც უნდა იყოს - ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან. ასოცირებული ტრიოს ფარგლებში, რომელშიც უკრაინა, მოლდოვა და საქართველო არიან, ვაგრძელებთ გზას ევროკავშირში ინტეგრაციისთვის. შეიძლება არის განცდა, რომ ევროინტეგრაციისკენ გზა ძალიან გრძელი და ბიუროკრატიულია". - თქვა სალომე ზურაბიშვილმა. 


close დახურვა