პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა, რომ არჩევნების გაყალბების საკითხთან დაკავშირებით მტკიცებულებები, დოკუმენტური სახით, სტრასბურგის სასამართლოშია.
ასევე, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ეს მტკიცებულებები ყველასთვისაა ხელმისაწვდომი და მთავარი მტკიცებულება იმისა, რომ არჩევნები გაყალბდა, ის მოქალაქეები არიან, რომლებიც ქუჩაში პროტესტს გამოხატავენ.
"უამრავი მტკიცებულება არსებობს. სტრასბურგში არის. კარუსელები, ეს ელექტრონული, ახალი კარუსელი, რომელიც აღარ არის, არც სომხური, არც ქართული და არის ახალი კარუსელი, რაც გამოიყენეს ამ ხმის მიცემისთვის.
და ეს არის დადასტურებული, ერთმა ადამიანმა თავად თქვა, რომ მე თვითონ მივეცი, ზუსტად აღარ მახსოვს, 20-ჯერ თუ 30-ჯერ და ტელევიზიითაც აჩვენეს, სახელით, გვარით და სხვათა შორის, მემგონი, პროკურორმა არც გამოიძახა.
მტკიცებულებები არის უამრავი, ყველასთვისაა ხელმისაწვდომი და ამას გეუბნებით, რომ უკვე გადაცემულია თუნდაც სტრასბურგში ეს მტკიცებულებები, დევს პაკეტებად, დოკუმენტური სახით და მთავარი მტკიცებულება, რომელიც არსებობს არის ეს ხალხი, რომელიც გარეთ გამოდის", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.