logo
ENG



პრეზიდენტი ეროვნული ნაკრების წევრებსა და ფედერაციის წარმომადგენლებს დღეს დააჯილდოებს

02 ივლ 202414:57
3 წუთის საკითხავი
 
2024/07/02/z7hcblm5b9deqcx.jpg

საქართველოს პრეზიდენტი ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი დღეს სახალხო ზეიმს შეუერთდება და ფეხბურთის ეროვნული ნაკრების წევრებს, პერსონალსა და ფეხბურთის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლებს დააჯილდოებს.

სახელმწიფო ჯილდოზე წარდგენილ ყველა პირს პრეზიდენტი ღირსების ორდენებსა და მედლებს გადასცემს ისტორიული სპორტული მიღწევის - 2024 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლისთვის, ქართული ფეხბურთის განვითარების სრულიად ახალ საფეხურზე აყვანისა და მისი პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის.

პრეზიდენტმა დაჯილდოების განკარგულება მაისში გამოსცა, თუმცა დაჯილდოების ცერემონიის გამართვა სექტემბერში, ნაკრების მორიგი შეკრების დროს იყო დაგეგმილი.

განკარგულების თანახმად, ჯილდო გადაეცემათ არა მხოლოდ ფეხბურთელებს, რომლებიც ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ნახევარფინალური (ლუქსემბურგთან) და ფინალური (საბერძნეთთან) შეხვედრებისთვის 26-კაციან განაცხადში მოხვდნენ, არამედ ფედერაციის წარმომადგენლებსა და ნაკრების პერსონალს.


close დახურვა