logo
ENG



პრეზიდენტი ზე - დროება

06 მარ 202220:19
3 წუთის საკითხავი
 

"თუ უკრაინა არ იდგება ფეხზე, არც ევროპა იდგება. თუ ჩვენ დავეცემით, თქვენც დაეცემით. ამიტომ გთხოვთ ნუ გაჩუმდებით. ამაზე თვალი არ დახუჭოთ. გამოდით უკრაინის მხარდასაჭერად. და თუ გავიმარჯვებთ, დარწმუნებული ვარ, ყველანი გავიმარჯვებთ!" - ამ სიტყვებით მოგვმართა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, პირდაპირ ეთერში თბილისს, ვილნიუსს, პრაღას, პარიზს და კიდევ რამდენიმე ევროპულ ქალაქს, სადაც მოქალაქეები უკრაინის მხარდასაჭერად იყვნენ შეკრებილები. პრეზიდენტი ზე, როგორც მას უწოდებენ უკრაინაში, ანუ ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია, რადგან სწორედ მასზეა დიდწილად დამოკიდებული, გაიმარჯვებს თუ არა დემოკრატია დიქტატურაზე, რადგანაც დღევანდელი ომი, ეს არაა მხოლოდ ორ სახელმწიფოს შორის დაპირისპირება. დღეს ბეწვზე კიდია მრავალი ქვეყნის მომავალი და მათ შორის, საქართველოსი! ვინ არის პრეზიდენტი ზე? გზა კომედიანტობიდან, ევროპის უდიდესი სახელმწიფოს მთავარსარდლობამდე - დროება. 


close დახურვა