logo
ENG



პრეზიდენტი ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მიშელს ტელეფონით ესაუბრა

03 მაი 202419:29
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/03/4pf4jt6ok4g6j6t.jpg

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან სატელეფონო საუბარი გამართა.

ამის შესახებ ინფორმაცის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

"საქართველოს პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს ვერავინ გადაიყვანს ევროპული გზიდან, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია ევროპისათვის

საქართველოს პრეზიდენტმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან ვრცელი სატელეფონო საუბრისას განიხილა: ქვეყანაში განვითარებული მოვლენები, საქართველოს ევროპული ინტეგრაცია და მისი ხელისშემშლელი ფაქტორები, როგორიცაა საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ხელმეორედ შემობრუნებულიუცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებკანონპროექტი, ამ კანონპროექტის გამო ორი კვირის განმავლობაში მიმდინარე უწყვეტი სახალხო პროტესტი, საქართველოს პარტნიორებისა და მეგობრების მხარდაჭერის მნიშვნელობა ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზაზე", - წერია განცხადებაში.


close დახურვა