logo
ENG



პრეზიდენტი ჯარის წინააღმდეგაა - ქართველი სამხედროები ავღანეთში ტერორისტებს ებრძვიან

11 დეკ 201920:15
3 წუთის საკითხავი
 
col27ipvong674s.jpg

მაშინ, როცა მთავარსარდალი ზურაბიშვილი ჯარის წინააღმდეგაა, ქართველი სამხედროები სიცოცხლის ფასად ავღანეთში ტერორისტებს ებრძვიან. ბაგრამის საავიაციო ბაზას ტერორისტები თავს დღეს დილით დაესხნენ, რა დროსაც 5 ქართველი სამხედრო დაშავდა. თავდაცვის მინისტრს და გენერალურ შტაბს ვითარების მართვა თავდაცვის სამინისტროდან  კრიზისული სიტუაციების ცენტრიდან  მოუხდა.

მურადაშვილი, კვინიკაძე, გიუნაშვილი, თაყაძე და ბახურაული - მე-12 ბატალიონის დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მათი ჰოსპიტალიზაცია საჭირო არ გამხდარა.  დაზიანებების მიუხედავად, ისინი ტერორისტების წმენდისა და კოალიციურ ძალებთან სალიკვიდაციო ოპერაციაში მონაწილეობას აგრძელებენ. ბაგრამის ავიაბაზასთან დაპირისპირება რამდენიმე საათი გაგრძელდა. კოალიციის ძალები ამ დროისთვის წმენდით ოპერაციას ატარებენ. სამი თავდამსხმელი ლიკვიდირებულია. ერთი კი ბაზის ტერიტორიაზე დააკავეს. ბაგრამის ავიაბაზასთან ახლოს, საავადმყოფოსთან ტერორისტებმა ჯერ დანაღმული მანქანები ააფეთქეს, შემდეგ კი ცეცხლი გახსნეს. თავდასხმის შედეგად  80-მდე ადამიანი დაშავდა, ორი კი დაიღუპა. მათ შორის უმრავლესობა სამოქალაქო პირები. რამდენიმე თავდამსხმელი ბაზის ტერიტორიაზეც შეიჭრა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა თალიბანმა აიღო. დაჯგუფება დარწმუნებულია, რომ ამერიკელების ბაზას დიდი ზიანი მიაყენა.  თავდაცვის ძალების მართვის ცენტრი საქართველოში ამ დრომდე საგანგებო რეჟიმში მუშაობს და მოვლენების განვითარებას პირდაპირ რეჟიმში აკვირდება.

საქართველოს თავდაცვის ძალების მე-12 ბატალიონი „მტკიცე მხარდაჭერის" სამშვიდობო მისიას ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ნოემბრიდან ასრულებს. ავღანეთში ამავე მიზნით, სულ 800-ზე მეტი ქართველი სამხედრო იმყოფება. ზურაბიშვილის სკანდალური განცხადების პარალელურად ქართველი ჯარისკაცების დაშავების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას შეფასებები მოჰყვა პოლიტიკურ წრეებშიც.


close დახურვა