logo
ENG



პრეზიდენტმა 11 მსჯავრდადებული შეიწყალა

11 ნოე 202414:28
3 წუთის საკითხავი
 
2024/11/11/gpc647uievxbxzi.png

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს 11 მსჯავრდადებული პირი შეიწყალა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

"3 მსჯავრდადებულ პირს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელის ვადა შეუმცირდა. შეწყალების აქტი ასევე შეეხო 8 პირობით მსჯავრდადებულ პირს, რომლებიც სრულად გათავისუფლდნენ პირობითად ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისაგან", - წერია ინფორმაციაში. 


close დახურვა