რა დააკლო კალაძემ თბილისელებს - არჩევნების პირველი ტურის შემდეგ მერის ნათქვამი ეს ფრაზა დღეს უფრო იძენს სიცხადეს, - ფორმულამ გაარკვია, რომ თბილისის მერმა წინასაარჩევნოდ მილიონ 600 ათასი ლარის პრემია გასცა, - ოფიციალური განმარტებით, ამას ზეგანაკვეთური შრომით ხსნიან. ამ ლოგიკით გამოდის, რომ მერიამ, საკრებულომ, გამგეობებმა ყველაზე მეტი აგვისტოში იმუშავეს და ჯილდო სექტემბრის ბოლოს, არჩევნების წინ დაერიცხათ. ამ ვერსიის არ სჯერათ ოპოზიციასა და მესამე სექტორში, სადაც ამომრჩევლის მოსყიდვის კუთხით საკითხის შესწავლას მოითხოვენ.
პრემიები წინასაარჩევნოდ
13 ოქტ 202119:25
3 წუთის საკითხავი